|
2018-11-05 14:24:06, 1614 ნახვა
სამართალი
„ჩემი ბავშვის სისხლია აღმოჩენილი მის ტანსაცმელზე“ - მოკლული 9 წლის გოგოს მშობლები განყოფილებაში მივიდნენ
გორში მოკლული 9 წლის ბავშვის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატი პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახის წევრები მკვლელობის საქმის მასალებს უნდა გაეცნონ. როგორც ოჯახის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა, ოჯახს გამოძიებასთან გარკვეული კითხვები გააჩნია და იმედი აქვთ, რომ ამომწურავ პასუხებს მიიღებენ. მისივე თქმით, მოკლული ბავშვის მამის გამოკითხვაც იგეგმება, რადგან ის სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობდა. ამასთან, მოკლული გოგონას მამის მიხეილ ბერიაშვილის ინფორმაციით, გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ დაკავებულის პირად ნივთებსა და სამოსზე გოგონას სისხლის კვალია აღმოჩენილი. „პირველად ვარ დაბარებული. ადვოკატმა მითხრა, რომ უნდა მივიდეთ და დაიკითხოო. ერთი ვიცი, რომ ჩემი ბავშვის სისხლია აღმოჩენილი მის ტანსაცმელზე და იმ სახლში, სადაც ის უშუალოდ მუშაობდა“,-აღნიშნა ბერიაშვილმა. ცნობისთვის, 25 ოქტომბერს, გორში, 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვს თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა წამოცმული. აგრეთვე გოგონას ფეხები მავთულებით ჰქონდა შეკრული. ის მდინარე ლიახის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. ბავშვი 24 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დაიკარგა, რის შემდეგადაც მშობლებმა პოლიციას მიმართეს. გოგონას სასტიკი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი, 1984 წელს დაბადებული იაგო ნებიერიძე დააკავა. დაკავებული ბავშვის საცხოვრებელი სახლის მეზობლად სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თავდაპირველად სსკ-ის 109-ე მუხლით მე-2 ნაწილით მიმდინარეობდა, რაც დამაძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელოას გულისმობს. მოგვიანებით ნებიერიძის ბრალდებას სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლიც დაემატა. აღნიშნული მუხლი ძალადობის გარეშე 16 წელს მიუღწეველთან, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)