05:03 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-03 18:12:48, 3326 ნახვა

მსოფლიო
შიმშილის სიმბოლოდ ქცეული იემენელი გოგონა გარდაიცვალა

იემენელი ბავშვი, 7 წლის ამალ ჰუსეინი, რომლის ფოტომაც მთელი მსოფლიო შეძრა, გარდაიცვალა, - ამის შესახებ  New York Times იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ამალ ჰუსეინი ჩრდილოეთ იემენში, ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობდა, ბოლო დროს კი UNICEF-ის კლინიკაში მკურნალობდა. მოგვიანებით გადაწყდა, რომ გოგონა კლინიკაში "ექიმები საზღვრების გარეშე" უნდა გადაეყვანათ, თუმცა ოჯახს მკურნალობის გაგრძელების შესაძლებლობა არ ჰქონდა.

მედიის ცნობით, დედამ გოგონა კლინიკიდან გაწერა და სახლში წაიყვანა, სადაც ის 3 დღის შემდეგ გარდაიცვალა. გოგონა შიმშილისგან დაიღუპა.

ამალ ჰუსეინის ფოტო თავდაპირველად New York Times-მა გამოაქვეყნა და თითქმის ყველა მედიასაშუალებამ გააშუქა მისი ამბავი. ის იემენრში არსებული რთული ვითარების სიმბოლოდ იქცა.

შეგახსენებთ, რომ იემენში მთავრობასა და შიიტ ჰუსიტებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 2014 წელს დაიწყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics