05:06 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-03 14:12:23, 3260 ნახვა

მსოფლიო
პეტრო პოროშენკომ და მსოფლიო პატრიარქმა უკრაინული ეკლესიის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

როგორც პოროშენკომ აღნიშნა, ეს უკრაინისთვის ისტორიული დღეა.

"შეთანხმება, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ, უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესს ასრულებს, ქმნის ყველა პირობას, რომ ტომოსის გამოცემის საკითხი უფრო მალე მოგვარდეს. ყველაფერი მართლმადიდებლური ეკლესიის კანონების შესაბამისად მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ ავტოკეფალიის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინაში ყველა მართლმადიდებლის გაერთიანებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, 11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის საპატრიარქოს მეთაურ ფილარეტს კანონიკური სტატუსი აღუდგინა და ანათემა მოეხსნა. სინოდმა ასევე გააუქმა 1686 წლის გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც რუსეთის საპატრიარქოს უფლება მიენიჭა კიევის ეკლესიის მიტროპოლიტი დაენიშნა. 

ცნობისთვის, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტული კავშირი 15 ოქტომბერს გაწყვიტა. მიმდინარე წლის აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს წერილი მიწერა. პოროშენკომ მსოფლიო პატრიარქს უკრაინული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება სთხოვა. მოსკოვის საპატრიარქოსა და კონსტანტინეპოლს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მიღების უფლება აქვს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ამასთან, რუსეთის საპატრიარქომ მსოფლიო პატრიარქი უფლებების გადამეტებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება ქვეყნის ერთობას საფრთხეს უქმნის. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics