05:04 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-03 14:02:40, 3074 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი: ჟურნალისტ ხაშოგის მოკვლის ბრძანება საუდის არაბეთის მაღალი თანამდებობის პირებმა გასცეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში საუდის არაბეთის მაღალჩინოსნები დაადანაშაულა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

ამასთან, ერდოღანის თქმით მას არ სჯერა, რომ ჟურნალისტის ლიკვიდაციის საქმეში საუდის არაბეთის მედეც არის გარეული.

"ვიცით, რომ ხაშოგის მოკვლის ბრძანება საუდის არაბეთის უმაღლესი თანამდებობის პირებმა გასცეს. ამ მკვლელობაში გაცილებბით მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ვიდრე უსაფრთხოების სამსახური წარმომადგენლები. ჟურნალისტის მკვლელები უნდა უმკაცრესად დაისაჯონ და არარავინ უნდა ბედავდეს ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ასე მოქცევა. თუ ვინმე აღნიშნულ გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს, მძიმე შედეგს მიიღებს", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთმა წინასწარ დაგეგმა.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ, რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. ჟურნალისტის ცოლი ამბობს, რომ ის ქმარს საკონსულოსთან ელოდა, თუმცა ის შენობიდან აღარ გამოსულა. მოგვიანებით დადასტურდა, რომხაშოგი საკონსულო წარმომადგენლებთან ჩხუბის დროს დაიღუპა. აღნიშნული ბრალდებით თურქეთში 18 პირი დააკავეს. ხაშოგი წარმოშობით საუდის არაბეთიდანაა. ჟურნალისტი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. 

ცნობისთვის, თურქეთის ოპოზიციური პარტია „ვატანის“ ლიდერის დოგუ პერინჩეკის ინფორმაციით, საუდელი ჟურნალისტის ჯამა ხაშოგის სხეულის ნაწილები სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს ეზოში არსებულ ჭაში იპოვეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics