|
2018-11-03 13:38:09, 2835 ნახვა
მსოფლიო
არქიეპისკოპოსი: გარკვეული პირობების შემთხვევაში, მსოფლიო საპატრიარქოს შეუძლია რუსეთს ავტოკეფალიის სტატუსი ჩამოართვას
მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენლის, არქიეპისკოპოსის იობმა განცხადებით, გარკვეული პირობების შემთხვევაში, კოსნტანტინოპოლის საპატრიარქოს შეუძლია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია და საპატრიარქოს სტატუსი ჩამოართვას, - ამის შესახებ მაღალი თანამდებობის სასულიერო პირმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც არქიეპისკოპოსმა განმარტა, მას შემდეგ რაც მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ავტოკეფალია აღიარა, რუსელმა ეკლესიამ იურიდიული თვალსაზრისით უკრაინაში ძალაუფლება დაკარგა. იობის თქმით, ყველა უკრაინელი ღვთისმსახური კონსტანტინოპოლის პატრიარქს უნდა დაემორჩილოს. სასულიერო პირმა დასძინა, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოსცემს მსოფლიო საპატრიარქო ტომოსს, თუმცა იობი ვარადაუდობს, რომ საქმე არ გაჭიანურდება. "კონსტანტინოპოლისთვის შექმნილი ვითარება სიხლეს არ წარმოადგენს. უკრაინის ყველა პრეზიდენტ, ვიქტორ იანუკოვიჩის გარდა, ჩამოდიოდა მსოფლიო პატრიარქთან შესახვედრად და ავტოკეფალიას ითხოვდა. კონსტანტინოპოლი უკრაინაში არსებულ ვითარებას წლების განმავლობაში ადევნებდა თვალს, თუმცა ავტოკეფალიის მინიჭების საკითხის განხილვა აქტიურად 2016 წლიდან დაიეწყო. მთავარი მიზეზი, რის გამოც ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, იყო ხალხის თხოვნა. უამრავ წერილს ვიღებდით, სადაც უკრაინელები გვწერდნენ, რომ რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან, არიან დაჩაგრულები დონბასში შექმნილი სიტუაციის გამო, ამბობდნენ, რომ სინდისი არ აძლევთ შესაძლებლობას რუსულ ეკლესიაში შევიდნენ. ამ ყველაფერმა გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა. კრიტიკოსები, მათ შორის რუსული ეკლესია, ამბობს, რომ მსოფლიო საპატრიარქოს ასეთი გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ გააჩნია, ეს ასე არ არის. ეკუმენური ეკლესიები, რომელთა დადგენილებითაც ხელმძღვანელობს მსოფლიო მართლმადიდებლობა, შექმნეს მხოლოდ 5 უძველესი საპატრიარქო - რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის.მას შემდეგ, როდესაც რომის ეკლესია მართლმადიდებლურს ჩამოშორდა, მმართველობის სათავეში კონსტანტინოპოლი დადგა. ყველა სხვა ეკლესია შეიქმნა და იმართებოდა მსოფლიო პატრიარქის მიერ. იურიდიულად კონსტანტინოპოლს ამის უფლება აქვს - მისი პრივილეგოაა ავტოკეფალიის გამოცხადება,ყველა ახალი ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსში ნათქვამია, რომ მათ უნდა აღიარონ კონსტანტინოპოლის პირველობა და მიმართონ მას, როდესაც რჩევა და დახმარება დასჭირდებათ", - განაცხადა იობმა. არქიეპისკოპოსმა იმედი გამოთქვა, რომ რუსულ საპატრიარქოსთან ურთიერთობა უახლოეს მომავალში დასტაბილურდება. "იმედი გვაქვს, რომ რუსეთის საპატრიარქო გგონს მოეგება და კონსტანტინოპოლთან ურთიერთობას აღადგენს, რადგან მსოფლიო საპატრიარქოს არ სურს ურთიერთობის გაწყვეტა. მაგრამ, თუ რუსეთის ეკლესია ეჭვქვეშ აყენებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უფლებას, მიანიჭოს უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია, მაშინ რუსეთის ეკლესიამ უარი უნდა თქვას საკუთარ ავტოკეფალიაზე, ვინაიდან საპატრიარქოს სტატუსი მან მე-16-ე საუკუნეში სწორედ მსოფლიო პატრიარქ იერემიასაგან მიიღო. მსოფლიო საპატრიარქოს მოუწევს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, რათა ეკლესიის ერთობა უზრუნველყოს", - განაცხადა მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენელმა. ცნობისთვის, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტული კავშირი 15 ოქტომბერს გაწყვიტა. მიმდინარე წლის აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს წერილი მიწერა. პოროშენკომ მსოფლიო პატრიარქს უკრაინული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება სთხოვა. მოსკოვის საპატრიარქოსა და კონსტანტინეპოლს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მიღების უფლება აქვს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ამასთან, რუსეთის საპატრიარქომ მსოფლიო პატრიარქი უფლებების გადამეტებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება ქვეყნის ერთობას საფრთხეს უქმნის. შეგახსენებთ, 11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის საპატრიარქოს მეთაურ ფილარეტს კანონიკური სტატუსი აღუდგინა და ანათემა მოეხსნა. სინოდმა ასევე გააუქმა 1686 წლის გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც რუსეთის საპატრიარქოს უფლება მიენიჭა კიევის ეკლესიის მიტროპოლიტი დაენიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)