22:21 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-03 13:07:07, 3069 ნახვა

მსოფლიო
ნიუ-იორკში მსახიობი ალეკ ბოლდუინი დააკავეს

ნიუ-იორკში სამართალდამცველებმა ცნობილი მსახიობი ალეკ ბოლდუინი დააკავეს, - ამის შესახებ NBC News იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ბოლდუინი პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც მსახიობს 49 წლის მამაკაცთან პარკინგის ადგილის გამო ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა.

მედიის ცნობით, უცნობმა მამაკაცმა სწორედ ის საპარკინგო ადგილი დაიკავა, რომლის დაკავებას მსახიობი აპირებდა.

სამართალდამცველების თქმით, დაშავებულმა მამაკაცმა ზუსტად ვერ დაასახელა, რა სახის დაზიანებები მიიღო ბოლდუინთან ჩხუბის დროს, თუმცა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება თავდასხმის მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მსახიობს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

60 წლის მსახიობი სასამართლოს წინაშე 26 ნოემბერს წარსდგება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics