|
2018-10-31 21:37:20, 1585 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ინვესტიციებში კონვერტირდება
Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ინვესტიციებში კონვერტირდება, - ასე შეაფასა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური ანგარიში „ბიზნესის წარმოების შესახებ" (Doing Business) სადაც საქართველო 3 ადგილით დაწინაურდა და მე-9 ადგილიდან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეიტინგი, რომელიც საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯზე, რაც თავისთავად, კონვერტირება შემდგომ ინვესტიციებში. იმ ინვესტიციებში, რაც აქამდე შემოსულა ჩვენს ქვეყანაში, ლომის წილი სწორედ ამგვარ საერთაშორისო რეიტინგებს და მათ შორის მსოფლიო ბანკის ამ ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე რეიტინგს მიუძღვის. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, მოვხვდეთ Doing Business-ის ტოპ ხუთეულში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. მან, ასევე, ისაუბრა იმ ინდიკატორების შესახებ, რომელშიც საქართველომ ქულები გაიუმჯობესა. „10 კრიტერიუმია, რითაც ფასდება ქვეყნის კონკურენტუნარიანობა და ბიზნესის კეთების სიმარტივე. აქედან სამ პოზიციაში დავწინაურდით, რამაც გამოიწვია რეიტინგში ზრდა. ეს არის ბიზნესის რეგისტრაცია - ადრე თუ ამისთვის 2 პროცედურა იყო საჭირო, დღეს ერთი პროცედურით არის შესაძლებელი როგორც კომპანიის, ისე გადამხდელად დარეგისტრირება. ამ კუთხით, ჩვენ მეორე ვართ მსოფლიოში. შემდეგი კრიტერიუმი იყო გადასახადების ტვირთის შემსუბუქება. ეს ტვირთი 40%-ით შემსუბუქდა. ამავდროულად, იყო პროცედურების გამარტივება და იმ დროის შემცირება, რაც დეკლარირებისთვის და საგადასახადო პროცედურებისთვის არის საჭირო. ეს, ძირითადად, გამოიწვია მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც ორივე კომპონენტში - გადასახადის ტვირთის და გადასახადების ადმინისტრირების დროის შემცირების კომპონენტში აისახა. შემდეგი იყო საერთაშორისო ვაჭრობა. აქაც ერთი მხრივ, შემცირდა ექსპორტის პროცედურების დრო, მაგრამ რაც უფრო მთავარია, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ექსპორტისთვის საჭირო დანახარჯები, დაახლოებით, 400 აშშ დოლარიდან 110 აშშ დოლარამდე. თითქმის 300 აშშ დოლარით არის შემცირებული გასაწევი ხარჯი ექსპორტიორებისთვის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. მან მსოფლიო ბანკს კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
(NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)