|
2018-10-31 17:46:59, 1345 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია - ვიწყებთ პროექტს, რომლის ფარგლებშიც OECD-ის ქვეყნებიდან მეტი ინვესტიციის მოზიდვა მოხდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის რეგიონულ დირექტორს უილიამ თომპსონს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის პროგრამა და მისი პრიორიტეტული მიმართულებები. მათ შორის, პროექტი, რომელიც საქართველოში საინვესტიციო კლიმატის შესწავლას და გაუმჯობესებას შეეხებოდა. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მხარეებმა ისაუბრეს, საქართველოში 2019 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ევრაზიის ფორუმის ჩატარებას შეეხებოდა. შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ OECD-ის ევრაზიის რეგიონის დირექტორმა მისი ორგანიზაციის სახელით გამოთქვა საქართველოს დიდი მხარდაჭერა, განსაკუთრებით ეკონომიკური რეფორმების მიმართ. „ჩვენ მოვილაპარაკეთ ორ მნიშვნელოვან საკითხზე. პირველი ეხება დიდ პროექტს, რომელსაც ვიწყებთ OECD-ისთან ერთად, რომლის ფარგლებშიც ისინი შეისწავლიან ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებულ გარემოს და დაგვეხმარებიან OECD ქვეყნებიდან საგრძნობლად მეტი ინვესტიციის მოზიდვაში. ეს პროექტი დაიწყება 2019 წელს და მთელი წელი გაგრძელდება. მეორე საკითხი შეეხებოდა OECD-ის ევრაზიის კვირეულის ჩატარებას საქართველოში. ეს დიდი პატივი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, დაგვეხმარება კიდევ ერთხელ საქართველოს პოპულარიზაციაში, განსაკუთრებით ბიზნეს სამყაროში და ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა OECD-ისთან კიდევ უფრო ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ. „ჩვენ OECD-ში უაღრესად მოხარულები ვართ, რომ საქართველოში OECD ევრაზია 2019-ის ჩატარების შესაძლებლობა გვაქვს. გვახარებს საქართველოს მთავრობის ასეთი დადებითი დამოკიდებულება. ეს არის ძალიან მაღალი დონის ღონისძიება, რომელზეც იკრიბებიან OECD ევრაზიის ქვეყნების ვიცე პრემიერ-მინისტრები, მინისტრები, და ელჩები," - განაცხადა საერთაშორისო ორგანიზაციის ევრაზიის რეგიონის დირექტორმა უილიამ თომპსონმა. მისი თქმით, „ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება საქართველოსთვის, გააუმჯობესოს საკუთარი პროფილი OECD-ის წევრი ქვეყნებისთვის და აჩვენოს მათ ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები, როგორ მოახერხა მან განვითარება და როგორ იქცა რეგიონში წამყვან რეფორმატორ ქვეყნად". შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.
(NS)
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)