|
2018-10-31 14:16:46, 1340 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი ახალქალაქის ინციდენტზე: მიუღებელია, ულტიმატუმებით საუბარი, როცა დაზარალებულები ჩვენთან არ თანამშრომლობენ
ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია, თუმცა, ამავდროულად მიუღებელია, ულტიმატუმებით საუბარი საგამოძიებო ორგანოსთან, როცა დაზარალებულები არ თანამშრომლობენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება და მტკიცებულებების მოპოვებისთანავე, დამნაშავე პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. „რაც შეეხება ახალქალაქის ინციდენტს, ყოველგვარი ძალადობა, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს ძალადობა განხორციელებული, არის მიუღებელი. თუმცა, ამავდროულად მიუღებელია, რაც მე მოვისმინე რამდენიმე განცხადება ამ საქმესთან დაკავშირებით- ულტიმატუმებით საუბარი საგამოძიებო ორგანოსთან და რაღაც ვადების დაწესება, რომ თუ ვთქვათ, 24 საათში, თუ 48 საათში, ეს საქმე არ იქნება გამოძიებული და ა.შ. გამოძიებას აქვს თავისი პროცედურები იმისთვის, რომ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში კონკრეტული პირები მიეცნენ, ამისთვის საჭიროა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ამ საგამოძიებო მოქმედებებს სჭირდება დრო და გაწერილია შესაბამისი პროცედურები, რომელთა დაცვითაც ეს ყველაფერი უნდა ჩავატაროთ. მიუღებელია ასეთი განცხადებები იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულები არ თანამშრომლობენ. არ თანამშრომლობენ, არ ცხადდებიან გამომძიებელთა მიერ მითითებულ დროს, თუმცა მიუხედავად ამისა, დავუცდით ჩვენ, როცა სურვილი ექნებათ მობრძანდებიან, გამოვკითხავთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. არანაირი პრობლემა არ არის თუ დადგინდება და შესაბამისი მტკიცებულებები იქნება, ყველა ის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მიეცემა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. ისევე, როგორც არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო“, -განაცხადა მეზვრიშვილმა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტზე 15 პირია პასუხისგებაში მიცემული, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. „შესაბამისად, დანაშაული თუ დადგინდება, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. გამოძიება მიმდინარეობს 239-ე მუხლით, რომელიც ხულიგნობას გულისხმობს და ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. როგორც კი იქნება პირველივე შესაძლებლობა, სურვილი, ვთხოვთ დაზარალებულებს მობრძანდნენ და მისცენ გამომძიებლებს ჩვენება.ყველა, ვისაც საქმესთან შემხებლობა აქვს და რაიმე ტიპის ინფორმაციას ფლობს, ვალდებულია, რომ ინფორმაცია მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოს. გამოიკითხებიან ეს პირები, თუმცა, მხოლოდ გამოკითხვებს არ ველოდებით, მათზე არ ვართ დამოკიდებულები. სხვა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებიც ტარდება, რომლებმაც უნდა მიგვიყვანოს უკვე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხამდე. ბუნებრივია, მხარეები ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ, თუმცა ამას გამოძიება დაადგენს მას შემდეგ, რაც გამოიკითხებიან პირები. როდესაც ჩვენ უკვე კონკრეტული ინფორმაციები გვექნება, ისევე მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას, როგორც სხვა შემთხვევებში“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
(NS)
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)