|
2018-10-30 15:23:18, 2848 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში თავშესაფარს ყველაზე ხშირად სირიის, ერაყის, ავღანეთის და საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ
გერმანიაში თავშესაფარს ყველაზე ხშირად სირიის, ერაყის, ავღანეთის და საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ, - ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ლტოლვილების დროებითი განთავსების დაწესებულებაში, ყოველი მეხუთე ადამიანი საქართველოს მოქალაქეა. თავშესაფრის მოთხოვნა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების პროცესს დაემთხვა და გერმანიაში მიმართვიანობა 3-ჯერ გაიზარდა. მედიის ცნობით, 2018 წელს გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 2976 მოქალაქემ მიმართა. მათი უმრავლესობა თავშესაფარს საქსონიასა და რეინ-ვესტფალიის ჩრდილოეთ ნაწილში ითხოვს. DW წერს, რომ ეთერი ხახმანი გერმანიაში ჩასული სამაგალითო ქართველი ემიგრანტია. ის თბილისში გაიზარდა და გერმანიაში 8 წლის წინ სასწავლებლად წავიდა. იურიდიული ფაკულტეეტის დამტავრდების შემდეგ „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრი გახდა და დრეზდენის შტაბის ხელმძღვანელის მოადგილეა. ხახმანი ამბობს, რომ საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა მოსახლეობა ისევ ბევრი სოციალური პრობლემის წინასი დგას. „გერმანიაში ჩამოსული ადამიანი, რომელიც თავშესაფარს ითხოვს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობს ლტოლვილთა დროებითი განთავსების დაწესებულებაში. ამ პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფო მას 400 ევროთი ეხმარება. როდესაც საუბარია წყვილზე, ისინი 800 ევროს იღებენ. გერმანიისთვის ეს თანხა დიდს არ წარმოდგენს, თუმცა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ის საშუალო ხელფასზე მეტია. სწორედ ამიტომ, ისინი ცდილობენ ევროპაში წასვლას“, - აცხადებს ქართველი ემიგრანტი. Deutsche Welle აღნიშნავს, რომ გერმანიის ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს თავშესაფრის მოთხოვნებს და მოთხოვნაზე დადებით პასუხს 1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში იღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)