05:06 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-30 11:53:42, 2804 ნახვა

მსოფლიო
რადას დეპუტატი: მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 2019 წლის მაისში დაბრუნდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 2019 წელს დაბრუნდება - ამის შესახებ სააკაშვილის თანაპარტიელმა, უმაღლესი რადას დეპუტატმა იური დერევიანკომ განაცხადა.

ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

როგორც დეპუტატმა განმარტა, ყოფილი გუბერნატორის უკრაინასი დაბრუნება 2019 წლის მაისში იგეგმება.

„მიხეილ სააკაშვილი უკრაინასი 2019 წლის მაისში საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთ თვეში ჩამოვა. ხოლო საპარლამენტო არჩევნებამდე ის ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების აქტიური მონაწილე იქნება“, - განაცხადა დერევიანკომ.

ცნობისთვის, თავად მიხეილ სააკაშვილმა მიმდინარე წლის აგვისტოში განაცხადა, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაბრუნდება. ამასთან, მან 2019 წლის საპარამენტო არჩევნებში საკუთარი პარტიის მონაწილეობაც დააანონსა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics