06:37 - 30 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-30 11:39:21, 1372 ნახვა

ეკონომიკა
იანვარ-სექტემბერში საქართველოში 7 702 მშენებლობის ნებართვაა გაცემული

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების თანახმად, საქართველოში 2018 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 7 702 ნებართვა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,6 პროცენტით ნაკლებია.

ამასთან, საქსტატის ცნობით, ნებართვები გაცემულია 4 536,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10,2 პროცენტით ნაკლები).

ნებართვების 72,0 პროცენტი გაცემულია ქვეყნის 3 რეგიონში, კერძოდ: ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაობის 48,0 პროცენტი თბილისშია, 13,2 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ში და 10,8 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში.

„უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები“, - აცხადებენ საქსტატში.

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი 56,1 პროცენტი ქვეყნის 3 რეგიონზეა განაწილებული, კერძოდ: 28,9 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 15,6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 11,6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

2018 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1453,5 ათასი კვ.მ ფართობის 1830 ობიექტი, რაც 15,9 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანია გეგმავს რუსეთის დადანაშაულებას ლაიფციგში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში და „ფართომასშტაბიანი სანქციების“ დაწესებას
ოკუპირებულ აფხაზეთში, რიწის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი ტურისტების ჯგუფს სცემეს
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
გეგელია: ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს, საქართველოში ეძებენ ნავსაყუდელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics