09:12 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 13:54:56, 1866 ნახვა

სამართალი
მარნეულში ენმ-ის და „ოცნების“ წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - დაკავებულია 2 პირი [ვიდეო]

მარნეულის რაონის სოფელ იმირში, ერთ-ერთი საარჩევნო უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წევრები დაუპირისპირდნენ,

უწყების ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე ორივე პირი დაკავებულია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ში შევიდა შეტყობინება მარნეულის რ-ნის სოფ. იმირიდან 59-ე საარჩევნო უბანში კომისიის წევრის ცემასთან დაკავშირებით.  ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დაუყოვნებლივ გამოცხადნენ აღნიშნულ უბანზე.

დადგინდა, რომ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ფ.კ.-ს და პარტია „ქართული ოცნების“ წევრს  ხ. ჰ.-ს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.  სიტუაციის განმუხტვის მიზნით საარჩევნო უბანზე სამართალდამცველები გამოცხადდნენ. პოლიციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი - არ დაემორჩილნენ, რის გამოც ორივე მხარის წარმომადგენელი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით,

მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics