14:33 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 13:55:05, 579 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ და “KPMG Georgia” დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე ღია სემინარებს ჩაატარებენ

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“  და საერთაშორისო აუდიტორული/საკონსულტაციო კომპანია “KPMG Georgia”-ს ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების თაობაზე ღია სემინარები ჩატარდება.

სემინარზე დასწრება უფასო იქნება და  განიხილება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: რეზიუმეს (CV) შედგენა, სამოტივაციო წერილის დაწერა, გასაუბრების ინტერვიუს კითხვებისთვის მომზადება და მათზე სწორი/ეფექტური  პასუხების გაცემა.

ღია სემინარის მსმენელებს  ასევე შესაძლებლობა ექნებათ მათთვის საინტერესო დამატებით საკითხებზე სრულყოფილი ინფორმაცია და რჩევები მიიღონ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ რექტორმა აკაკი ხელაძემ აღნიშნა,  „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტისთვის“ სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ ხუთ საუკეთესო სტუდენტს  სწავლის გადასახადს სრულად დაუფინანსებს.

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტისთვის“ მნიშვნელოვანია ადამიანებს მივცეთ  რეალური შესაძლებლობა  მიიღონ ხარისხიანი განათლება.  უკვე დაიწყო მიღება მაგისტრატურაზე, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე. აღსანიშნავია, რომ ხუთი საუკეთესო სტუდენტი მიიღებს სრულ დაფინანსებას. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მივცეთ შესაძლებლობა განავითარონ კარიერული წინსვლა, დასაქმების უნარ-ჩვევები. სწორედ აღნიშნული ტურნეს ფარგლებში ჩატარდება ღია სემინარი, სადაც დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ სტუდენტს, ვისაც უნდა ამ უნარ-ჩვევების სწავლა“,-განაცხადა აკაკი ხელაძემ.

“KPMG Georgia”-ს HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის ანა გოცირიძის განცხადებით, „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ და „KPMG Georgia”-ს ერთობლივი, ახალი პროექტი  სამსახურის მაძიებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„KPMG Georgia“ და „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ იწყებს ახალ, ერთობლივ პროექტს, რომელიც მოიცავს რეზიუმეს შედგენას და ასევე  ინტერვიუს პროცესის ეფექტურად გავლას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამსახურის მაძიებლებისთვის. ვიწყებთ ტურნეს რეგიონებით, პირველი იქნება თელავი, რომელიც ჩატარდება 12 ივნისს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 15 ივნისს და 16 ივნისს ჩატარდება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დასწრება არის თავისუფალი, არის აბსოლუტურად უფასო, შესაბამისად ნებისმიერ მსურველს  ვისაც ექნება დასწრების სურველი ველოდებით ყველას“, - აღნიშნა ანა გოცირიძემ.

ღია სემინარები თელავში 12 ივნისს, ქუთაისში 15 ივნისს, ხოლო ბათუმში 16 ივნისს ჩატარდება.

დასწრება სასარგებლო იქნება ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს ისწავლოს ეფექტური  გასაუბრების ტექნიკა დამსაქმებელთან ურთიერთობისას. ღია სემინარზე დასწრების შესაძლებლობა აქვს, როგორც დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, ისე ყველას ვისაც სურს დასწრება.

ტრენინგის შესარჩევად და ტრენინგზე რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ: www.bog.edu.ge

ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ „საქართველოს ბანკის“ მიერ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“  სტუდენტებს, მომხმარებლებსა და თანამშრომლებს სთავაზობს უმაღლესი, პროფესიული და სასერთიფიკატო  საგანმანათლებლო პროგრამების ფართო არჩევანს, ასევე დამწყები ბიზნესის ხელშეწყობას, მისი ბიზნესის სკოლისა და სასერთიფიკატო სწავლების, ასევე პროფესიული განათლებისა და  დამწყები ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრების მეშვეობით. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ მსმენელებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას  მიიღონ სრული სტიპენდია, ასევე ისარგებლონ უპროცენტო გრძელვადიანი დაფინანსებით.

რაც შეეხება “KPMG Georgia”-ს, ის საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებს შორის მსოფლიოს დიდ ოთხეულში შედის და საქართველოში 2006 წლიდან მოღვაწეობს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.bog.edu.ge





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics