|
2018-10-27 12:06:58, 3105 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა პროექტ „ბიზნეს კაფე“-ს ფარგლებში რიგით მეხუთე შეხვედრა გამართა
მთელი საქართველოს ბანკმა და საკონსულტაციო კომპანია „ინსორსმა“ პროექტის „ბიზნეს კაფე“-ს ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართეს სახელით: „სტუმარ-მასპინძლობის სტამბა“, რომელიც ტურმიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ლიდერი კომპანიის - „აჭარა ჯგუფის“ განვითარებას მიეძღვნა. შეხვედრის მოწვეულმა სპიკერმა, „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვალერი ჩეხერიამ საერთაშორისო სასტუმრო ბიზნესში ქართული კომპანიის მიერ შექმნილ გამორჩეულ და მაღალ სტანდარტზე ისაუბრა; სტუმრებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება სასტუმრო ბიზნესში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, ქართული სტუმარ- მასპინძლობის წარმატებებისა და გამოწვევების შესახებ. ბიზნეს კაფეს მორიგ შეხვედრას ესწრებოდა 40 ორგანიზაციის უმაღლესი რგოლის მენეჯერი, მათ შორის საქართველოს ბანკის პარტნიორი მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. „ბიზნეს კაფე“ წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანია ინსორსის პროექტს, რომელიც 2018 წლიდან მთელი საქართველოს ბანკის პარტნიორობით ხორციელდება და მისი მიზანია ბიზნესის მმართველი რგოლის წარმომადგენელების არაფორმალური შეხვედრა საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით.
(R)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)