08:54 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 15:29:19, 1353 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი გარანტი იქნება

ყველამ ვნახეთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების აგრესიული, დესტრუქციული და შეურაცხმყოფელი რიტორიკის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველს ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანია შესთავაზა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სპორტის სასახლეში განაცხადა, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ამომრჩეველთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

პრემიერის თქმით, ზურაბიშვილი საქართველოს ევროპაში და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, მნიშვნელოვანი გარანტი იქნება.

„მინდა, შევუერთდე იმ სულისკვეთებას, რომელიც ამ დარბაზშია და კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად გავუსვა ხაზი ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის უპირატესობას, როგორც პრეზიდენტობის ყველაზე სასურველი კანდიდატისა. ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის საგარეო-პოლიტიკური ვექტორი სრულად ემთხვევა ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს ჩვენი მსოფლმხედველობრივი ერთობაა ევროპასთან, ეს არის ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ, უსაფრთხოებისკენ, მეტი შესაძლებლობებისკენ, ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. სწორედ ამ გეზის გამტარებელი იქნება ჩვენ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ის იქნება საქართველოს ევროპაში და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტი.

ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების აგრესიული, დესტრუქციული და შეურაცხმყოფელი რიტორიკის მიუხედავად, ქალბატონმა სალომემ ამომრჩეველს ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანია შესთავაზა, რაც იყო კიდეც ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და სურვილი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ საარჩევნო პროცესში დისონანსი შეიტანოს რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, მითუმეტეს ძალამ, რომელმაც ასეთი ტკივილი მოუტანა საქარველოს“, - განაცხადა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics