08:54 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 10:48:31, 1029 ნახვა

კომენტარი
მამუკა ბახტაძე: აშშ-სთან ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე

„საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე და უფრო მეტიც, არასდროს ყოფილა ასეთი ყოვლისმომცველი", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს მდივნის და პრეზიდენტ ტრამპის მრჩევლის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონის ვიზიტს საქართველოში.

როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ჯონ ბოლტონი არის საქართველოს ერთგული მეგობარი და მას აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ არის შესაძლებელი კიდევ უფრო გაღრმავდეს სტრატეგიული ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. 

„ბატონ ბოლტონს სექტემბერში ვაშინგტონში შევხვდი და ჩვენ გვქონდა არსებითი საუბარი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ვიზიტის შედეგად ერთობლივი მოქმედების გეგმა გახდება კიდევ უფრო კონკრეტული და ამავე დროს უფრო კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული.

ჯონ ბოლტონი საქართველოს ხვალ ეწვევა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics