02:47 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 17:36:05, 2135 ნახვა

ეკონომიკა
National Geographic Traveler-ის დამფუძნებელი: საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა და ის დაიმკვიდრებს ადგილს ტურიზმის სექტორში

ინოვაციები, რომლებსაც ახლა საქართველოში წარვადგენთ, მნიშვნელოვნად შეცვლიან როგორც ტურიზმს, ისე ყველა სხვა ბიზნესებს, - ამის შესახებ მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge-ის სპიკერმა, National Geographic Traveler-ის დამფუძნებელმა და ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დაუნ დრიუმ.

მისი თქმით, კონფერენცია Welcome Challenge-ი მთელს მსოფლიოში კარს გაუხსნის საქართველოს და წარმოაჩენს მას, როგორც ქვეყანას, რომელსაც უნდა ესტუმრო, რათა გაეცნო როგორც ტურიზმის, ისე სხვა სფეროებში დანერგილ ტექნოლოგიებს. ვფიქრობ, რომ ეს დიდი დასაწყისია," - განაცხადა მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge-ის სპიკერმა, National Geographic Traveler-ის დამფუძნებელმა და ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დაუნ დრიუმ.

„მოხარული ვარ, რომ ეს გლობალური ფორუმი აქ ტარდება. საქართველო ძალიან ლამაზი და მიმზიდველი ქვეყანაა და მე ვფიქრობ, რომ ის დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს ტურიზმის სექტორში. რაც შეეხება ახალ ტექნოლოგიებს, მას მოაქვს ახალი ბიზნესი, ახალი შესაძლებლობები და ასევე, აახალგაზრდავებს და სიცოცხლით ავსებს ქვეყნებს", - განაცხადა დაუნ დრიუმ.

მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge-ი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და თბილისის მერიის მხარდაჭერით პროექტ Check in Georgia -ის ფარგლებში 23 – 26 ოქტომბერს ტარდება. ფორუმზე სტუმართმასპინძლობის სფეროში მსოფლიოს საუკეთესო 20-ზე მეტი სტარტაპი იქნება წარმოდგენილი. სტარტაპების შეჯიბრში მონაწილეობენ სტარტაპები მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან. ღონისძიების მიზანია ინოვაციებით გამორჩეული სტარტაპებისთვის შეიქმნას საერთაშორისო ფორუმი, სადაც მასშტაბური პროექტები გამოვლინდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics