07:56 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 16:46:34, 1774 ნახვა

სამართალი
შსს-ს გამომძიებლებისთვის სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე გადამზადების პროგრამა მუშავდება

შინაგან საქმეთა სამინისტროში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე გამომძიებელთათვის ტრენინგების პროგრამის (TAHCLE – Training Against Hate Crimes for Law Enforcement ) დანერგვის საკითხზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის, თბილისის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობა, ასეთი კატეგორიის საქმეების გამოძიებისას არსებული გამოწვევები, სამართალდამცველების პროფესიული უნარ-ჩვევები და პრაქტიკული შესაძლებლობები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისს (OSCE ODIHR) შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შემუშავდება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე გამომძიებელთა ტრენინგების პროგრამა (TAHCLE – Training Against Hate Crimes for Law Enforcement). პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობას მიიღებენ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და აღნიშნულ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა. ამ მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი, რაც ტრენინგების საშუალებით გამომძიებელთა კვალიფიკაციისა და მგრძნობელობის გაზრდას ისახავს მიზნად.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics