07:30 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-23 23:55:06, 1315 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი: ზურაბიშვილი არის ტიპიური ევროპული ქალბატონი და გააკეთა ის, რაზეც უამრავი ქართველი ოცნებობს

„ტიპიური ევროპელი ქალბატონი (სალომე ზურაბიშვილი) ჩამოვიდა საქართველოში, გააკეთა ის რაზეც უამრავი ქართველი ოცნებობს, დაბრუნდა. ეს ქალბატონი არის ამის სიმბოლო“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობას“ არ აქვს უფლება  მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს მოღალატე უწოდოს.

„ნაციონალური მოძრაობას“ყველაზე მაღლა აქვს ეს თემა აწეული და ცდილობენ დაადანაშაულონ ქალბატონი სალომე და მოღალატე ეძახონ მას, არაქართველიც ეძახონ. ქალბატონს, რომელიც დაიბადა საფრანგეთში, რომლის მამამ, ზურაბ ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობაზე თქვა უარი, იმიტომ რომ ქართული არ დაეტოვებინა ამ მამის გაზრდილ შვილს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ბევრი მაგათი მხარდამჭერილი, ეჭვს გამოთქვამს, რომ ის ქართველი არააო. ამ ქალბატონმა საფრანგეთში გაიკეთა კარიერა, ევროპაში. ტიპიური ევროპელი ქალბატონი ჩამოვიდა საქართველოში, გააკეთა ის რაზეც უამრავი ქართველი ოცნებობს, დაბრუნდა. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი, ეს ქალბატონი არის ამის სიმბოლო, თანაც ქალბატონი, თანაც ევროპელი, და შეგივძლია ავირჩიოთ პრეზიდენტად. შეხედეთ, როგორ იქცევა ეს ქალბატონი და როგორ იქცევა „ნამოძრაობა“. როგორ ბედავენ და ამბობენ, რომ ეს არის მოღალატე, როცა თვითონ ღალატი ჩაიდინეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics