07:27 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-23 16:25:44, 1367 ნახვა

კომენტარი
კალაძე ოპოზიციის ბრალდებებს ხუმრობით პასუხობს და ენმ-ის მიერ „ამომრჩეველზე ზემოქმედების ამსახველ ჩანაწერს“ ავრცელებს

თბილისის მერმა კახა კალაძემ "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციაზე, თითქოს „ქართული ოცნება“ საჯარო მოსამსახურეებზე, კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებზე ზეწოლას ახორციელებს და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებს, კომენტარი ხუმრობით გააკეთა.

„მეც მაქვს ჩანაწერი, რომელიც მოვიპოვე და ვფიქრობ, აუცილებელია დაიწყოს გამოძიება, მე თქვენ მოგასმენინებთ ამ აუდიოჩანაწერს რადგან არ მაქვს ტექნიკური შესაძლებლობა, დიდი ეკრანი დავდგა“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ჟურნალისტებს აუდიოჩანაწერი წარუდგინა, სადაც ის მერიის თანამშრომელს უკავშირდება და ეკითხება თუ ვის აძლევს არჩევნებზე ხმას.

„ნაციონალურ მოძრაობას“ დავალება გაუციათ სატრანსპორტო კომპანიაში, რომ მათ უნდა მისცენ ხმა, როგორც 2017 წელს. არ ვიცი, ვფიქრობ, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დღევანდელი ოპოზიციის მხრიდან და რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია და აზიანებს საარჩევნო გარემოს“, - განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ დღის აუდიო ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ თბილისის მერიაში დასაქმებულ პირებს სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics