|
2018-10-23 14:27:20, 1129 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - საფიქრალია, როგორ ჩამოვაყალიბოთ ერთიანი სტრატეგია შშმ პირების პრობლემების მოსაგვარებლად
საფიქრალია, როგორ ჩამოვაყალიბოთ ერთიანი სტრატეგია შშმ პირების პრობლემების მოსაგვარებლად, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა შშმ პირებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში, ამ მიმართულებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური წარმომადგენელი და შესაბამისი ჯგუფი იმუშავებს. „გამოვყოფდი შშმ ქალებსა და იმ შშმ ბავშვების დედებს, რომლებიც, პრაქტიკულად, სახლში ჩაკეტილები არიან, გარეთ ვერ გადიან. მრავლადაა სოციალური, ეკონომიკური პრობლემები. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ პირველ რიგში სხვადასხვა მიმართულება უნდა დავსახოთ ამ პრობლემისადმი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არა მხოლოდ ერთი წარმომადგენელი იქნება, მასთან ერთად არსებული მოქმედი სამუშაო ჯგუფი იარსებებს, ისინი ამა თუ იმ პრიორიტეტებზე იმსჯელებენ. მთავარია, ერთი მთლიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება და არა ამ პრობლემებზე ნაწილ-ნაწილ პასუხები. გარკვეული ნაბიჯები სწორად არის გადადგმული, სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობა დაწყებულია, აუტისტებისთვის, შშმ პირებისთვის არსებობს გამაჯანსაღებელი რეაბილიტაცია თბილისის ზღვაზე, მაგრამ საფიქრალია, როგორ ჩამოვაყალიბოთ ერთიანი სტრატეგია და უნდა გავარკვიოთ, საით მიდის ქვეყანა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. როგორც პრეზიდენტი, ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ის, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ჩავუდგე სათავეში, რომ ის სხვანაირად ამოქმედდეს", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
(NS)
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)