|
2018-10-19 16:22:56, 1106 ნახვა
კომენტარი
სოფო კილაძე: შავი კამპანია ქალი კანდიდატის წინააღმდეგ არის აბსოლუტურად მიუღებელი დემოკრატიულ სახელმწიფოში
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე NDI-ის გრძელვადიან დამკვირვებელს, მირიანა კოვაჩევიჩს შეხვდა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ქალთა ჩართულობის და საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის საკითხებზე მუშაობს. შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში გენდერული კუთხით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქართულ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის შესახებ. ბუნებრივია, საუბარი შეეხო მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდს და ამ კონტექსტში, პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, ოპოზიციის მიერ წარმოებულ უღირს კამპანიას. ასეთი შავი კამპანია ქალი კანდიდატის წინააღმდეგ არის აბსოლუტურად მიუღებელი დემოკრატიულ სახელმწიფოში. ჩვენ, "ქართული ოცნება" ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანიას ვეწევით და დაუშვებლად მიგვაჩნია ქალი კანდიდატის მიმართ უმსგავსო პოლიტიკური ბრძოლა"- განაცხადა სოფო კილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)