19:51 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-18 19:21:01, 1488 ნახვა

სამართალი
პროკურატურა - „საფინანსო კომპანია საქართველოს“ მიერ დაზარალებულებმა მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს

შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ დაზარალებულმა პირებმა მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, დაზარალებულთა ნაწილი კომპანიის ფაქტობრივი მმართველის, მსჯავრდებულ მ.ფ.-ს  პატიმრობიდან გათავისუფლებას და მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.

„სასამართლოს ორივე ინსტანციამ პროკურატურის მტკიცებულებათა საფუძველზე მოქალაქეთა კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვისათვის შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ ხელმძღვანელი პირები - თ.ლ., თ.მ. და მ.ფ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 25,182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით. სასჯელის სახედ და ზომად მ.ფ.-ს   10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, თ.ლ.-ს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, ხოლო თ.მ.-ს  7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აგრეთვე დამატებითი სასჯელის სახედ სამივე მსჯავრდებულს განესაზღვრა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

დღეის მდგომარეობით, სააპელაციო ინსტანციის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაცვის მხარის მიერ   უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული.  მისი  განხილვა არ დაწყებულა, რაც არაერთხელ განემარტა დაზარალებულებს.

სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 2343 მოქალაქე. პროკურატურისათვის მნიშვნელოვანია, ყველა დაზარალებულს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, რაც არაერთხელ განემარტა როგორც დაზარალებულებს, ასევე მსჯავრდებულ პირებს. მთავარ პროკურორთან  შეხვედრის შეთავაზებაზე უარისა და საქმის შემდგომ მსვლელობაზე, მათ შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნაზე რეაგირების სამართლებრივ საფუძვლებზე არაერთი განმარტების მიღების შემდეგ, არსებული მოთხოვნებით პროკურატურასთან საპროტესტო აქციის ჩატარების მოტივი გაუგებარია“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics