|
2018-10-18 16:34:18, 1446 ნახვა
კომენტარი
პრემიერი ფარულ ჩანაწერებზე: ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, მოახდინონ რეალობის მოდელირება და ტვინის გამორეცხვა
„დღეს ჩვენი ოპონენტები, რომლებიც ამას უშუალოდ ჩადიოდნენ, ამას აბრალებენ და ცდილობენ, მოახდინონ რეალობის მოდელირება და ტვინის გამორეცხვა, ეს არ გამოუვათ“, - ასე გამოეხმაურა, პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე გავრცელებულ ფარული ჩანაწერებს. როგორც მამუკა ბახტაძემ განმარტა, ქვეყანაში სისტემური დანაშაული აღარ ხდება. „ქართული ოცნება“ და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ქართულმა საზოგადოებამ აირჩია სწორედ ამ მიზნით, რომ მსგავსი სისტემური დანაშაულებები საქართველოში დასრულებულიყო. დღეს ჩვენი ოპონენტები, რომლებიც ამას უშუალოდ ჩადიოდნენ, ამას აბრალებენ და ცდილობენ, მოახდინონ რეალობის მოდელირება და ტვინის გამორეცხვა, ეს არ გამოუვათ მეგობრებო, ისევე როგორც არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ საერთაშორისო საზოგადოებას და საერთოდ საზოგადოება როგორ აფასებე ამ ყველაფერს აისახა ჩვენს საერთაშორისო რეიტინგებში. პრინციპულად მნიშვნლოვანია, რომ გამოძიება მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე და საზოგადოებას მიეწოდოს რეალური სურათი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)