|
2018-10-17 17:09:33, 1959 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე - მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა საკუთრების უფლების დაცვის კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები სწორად შეაფასა
"გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის შედგენისას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ბიზნესმენთა გამოკითხვის მეთოდს იყენებს. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბიზნესის მიერ არა მხოლოდ ბიზნესის დაწყება და ოპერირება, არამედ საკუთრების უფლების დაცვა და უსაფრთხოება არის სწორად აღქმული", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს გაუმჯობესებული პოზიციის შეფასებისას განაცხადა გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, საქართველოს პოზიცია ერთი საფეხურით გაუმჯობესდა. ანგარიშში 140 ქვეყნის კონკურენტუნარიანობაა შესწავლილი, რომელთა შორისაც საქართველოს პოზიცია, შარშანდელთან შედარებით, გაუმჯობესებულია და ის 66-ე ადგილს იკავებს. 2018 წლის რეიტინგში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები დაფიქსირდა სხვადასხვა მიმართულებებით, კერძოდ 12 ინდიკატორში საქართველოს სარეიტინგო ქულები 8 მიმართულებით გაუმჯობესდა და მხოლოდ 4 ინდიკატორში შემცირდა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება აქვს და 86.3 ქულით მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 29-ე პოზიციაზეა. აღნიშნული მიმართულება მოიცავს 4 კომპონენტს და საქართველოს ქულები ოთხივე მიმართულებით გაუმჯობესებული აქვს. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება ისეთ კომპონენტში, როგორიცაა ქვეყნის ინსტიტუციური სიძლიერე. მისი თქმით, ქვეყანას გაუმჯობესება აქვს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით როგორიცაა, საკუთრების უფლებები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, რეგულაციების ეფექტიანობა, პრესის თავისუფლება, ელექტრონული მმართველობა, პოლიციის მიმართ ნდობა, მკვლელობების სიმცირე და სხვა. აღსანიშნავია ასევე გამჯობესებები ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიღების მზაობა, ჯანდაცვა, ვაჭრობის ღიაობა, ბაზრის დინამიურობა, ინოვაციური უნარ-ჩვევები, შრომის ბაზარი და ბაზრის მოცულობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში მომუშავე ბიზნესმა, რომელთა გამოკითხვაც გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს დაედო საფუძვლად, სწორად შეაფასა არსებული ვითარება, ხოლო ინდექსის მაჩვენებელი კარგი გზავნილი იქნება პოტენციური ინვესტორებისთვის, რათა მათ საკუთარი არჩევანი საქართველოზე გააკეთონ.
(NS)
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)