06:41 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 14:26:43, 1638 ნახვა

სამართალი
რა მეთოდებით გეგმავდა კუდ-ი, სააკაშვილის დავალებით, ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციას [ვიდეო]

პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით ორი აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა.

ერთ-ერთ ჩანაწერში, ასახულია ე.წ. მოდულის შენობაში გამართული თათბირი, რა დროსაც კუდ-ის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, ასევე კუდ-ის სხვა თანამშრომლები ლევან ქარდავა, რევაზ შიუკაშვილი და გიორგი მერებაშვილი ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებენ.

კერძოდ, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ კუდ-ის ჩინოსნებს, პატარკაციშვილის დაცვის თამაშრომლების და მზარეულების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება აქვთ დაგეგმილი. გარდა ამისა, ისინი პატარკაციშვილის მკვლელობის სხვადასხვა ვერსიებს განიხილავენ. 

"გიორგი დგებუაძე : ჯერ გეგმა უნდა შევიმუშაოთ რაღაცა კაროჩე , აი რას ვაკეთებთ

რევაზ შიუკაშვილი : კი ბატონო

გიორგი დგებუაძე : მაგას შეპირდიო დათამ მითხრა კაი თანამდებობაო  რა და შევპირდი კაი თანამდებობა . თუ გააგდეს სამსახურიდან რა უთხარი , რო კაროჩე მინისტრი კაი თანამდებობას გიჩალიჩებს და ჩავაყენებთქო რა თუ საჭირო გახდება (ისმის სატელეფონო ზარის მელოდია) რასაც იჩალიჩებთქო, კაი თანამდებობაზე დაინიშნებითქო რა. ჩვენ  პირველ რიგში გვინდა იმ ხალხის სია, ვინც არიან მანდ ბარმენები და მზარეულები. პირველ რიგში, აი ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი და დასადგენი ყველა რა მერე. ამისთვის გვაქვს ჩვენ მაქსიმუმ ერთი თვე რა, რო ვიღაცა იქედან გადმოვიბიროთ. შვილი რო გაგვიხდეს მოსატაცებელი, კაროჩე უნდა მოვიტაცოთ და მაგის დედა (იგინება) ყველა ჩართე რა პატარკაციშვილთან ვინც რეკავს ყველა ჩართე რა. მიზანი არავინ არ იცის. რას ვაკეთებთ საბოლოოდ, მიზანი არავინ არ იცის რა. საბოლოოდ მიზანი არის მაგ კაცის ლიკვიდაცია. 

ლევან ქარდავა : მაგას ცალკე იუზერს გავაკეთებთ  და მოუსმენთ მარტო ჩვენ რა. პირველ რიგში სია მჭირდება რა სახლში

გიორგი დგებუაძე : ჰო, სია მზარეულების. ესე იგი ეს არის აუცილებელი-თქო რა. ისეთი სია გვინდა,  რო იდენტიფიკაცია გავაკეთოთ, შეილება რა იყოს სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების წელი, მარა ადამიანის იდენტიფიკაცია რომ მოვახდინოთ რა. მერე...(გვარი) დავავლოთ კაროჩე ყველა ეს ხალხი, ესე  იგი ყველაფერი მოგვაწოდოს ინფორმაცია, რო დრო მოვიგოთ. ბიჭო ეხლა ჩვენ ვიფიქროთ რა,  აი ვთქვათ, გაზი შევუშვათ რა.

გიორგი  მერებაშვილი : გაზი?  როგორი ?

გიორგი დგებუაძე : მე ისიც ვერ მითხრა ეხლა დათამ რა სახის მოწამვლა  იქნებაო.

ლევან ქარდავა : არა აქვსო, რაც გინდათ, მარა ჩვენ გვინდა . ეხლა იმან, დათას  დღეს რა უთხრათ  იცი ჩვენ?  კაროჩე დაგვაკავშიროს იმას, ვინც გვაძლევს ამ იმას რა და იმან უნდა.

გიორგი დგებუაძე : რა ვარიანტზე ვიმუშაოთ რა.  კაროჩე, ხო შეილება, ვთქვათ საწოლში ოთახში ძილის დროს  შეაგდო რაღაცა რა და პროსტა?

ლევან ქარდავა : მაგას ვიძახი, სუნთქვით რო დაიღუპოს

რევაზ შიუკაშვილი: არა, ოთახში იქ, როცა ოთახში იქნება და როცა ეძინება, იქ დაცვა იდგება.

ლევან ქარდავა : არ იყოს თუ გინდა, არ იყოს კაცო, დალაგების პონტში ააკარი რა

რევაზ შიუკაშვილი: ხო, აი ეგ,  მოსულა, სანამ ეგ არ არის იქ.

გიორგი დგებუაძე : ისა, იმას აქ პროსტა , იცი რა, აი მაგალითად?

რევაზ შიუკაშვილი: ხო, ვიცი რა შეიძლება.

გიორგი დგებუაძე : და აი რუჩკაზეწაუსმევდი, ხელს მოკიდებდი და ორ სამ დღეში იბრიდებოდა თუ გინდა ორ საათში.

ლევან ქარდავა : აუ რა მაგარია....", - კუდ-ის ჩინოსნების საუბარი, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა.

ცნობისთვის, უწყებამ კიდევ ერთი აუდიჩააწერი გაასაჯაროვა

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით,  ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დამკვეთი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics