19:50 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-16 15:11:04, 1722 ნახვა

სამართალი
სუბელიანი: ხელისუფლებამ „ნაცების“ თამაში თუ დაიწყო, პასუხს მიიღებენ - მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე

„უნდათ ჩემი განადგურება, მაგრამ ვერ მიაღწევენ. ხელისუფლებამ „ნაცების“ თამაში თუ დაიწყო, მიიღებენ ამ თამაშზე პასუხს“, - ამის შესახებ სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა, მირზა სუბელიანმა, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შეხვედრისას განაცხადა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, სუბელიანი დეპუტატს ხორავას ქუჩის საქმეზე ესაუბრება და ამბობს, რომ ციხეში ერთ წლით ყოფნის პირობა მიიღო.

„ერთ რამეს გეტყვი რა, მე ამ სახელმწიფოს შევწირე ჩემი ცხოვრება და მე რა მივიღე საბოლოოდ?! ბოლომდე მწირავენ... ვზივარ სამარტოო საკანში ლამისაა გა.....ე... სასამართლო რას გადაწყვეტს ?! მე როგორც ვიცი ჩემი საკითი ბოლომდე გადაწყვეტილია. ბოლომდე უნდა ბიჭო გამწირონ?! არ არის ეს სწორი... გეუბნები რა, მე რაც გავაკეთე მაგათთვის, ვინ იზამდა სხვა... და რა მივიღე?! სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს მეც ვნახავ, შენც და ყველა. გამწირეს და რას მეუბნები რომ ასე არ არის... მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე...“, - მიმართავს მირზა სუბელიანი ჯაფარიძეს.

შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ ახალი აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც სავარაუდოდ, კვლავ მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ასახული. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, აუდიომასალა 6 ივლისით არის დათარიღებული.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics