2018-10-15 18:17:58, 1847 ნახვა
კომენტარი
„წადით თქვენი დედა...“ - ბორის კაკუბავა ჟურნალისტებს
მთავარ პროკურატურასთან, სადაც აუდიოჩანაწერის გამოძიების ფარგლებში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე გამოკითხვაზე იმყოფება, ასევე პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის სიმამრი, ბორის კაკუბავაც მივიდა.
კაკუბავამ ჟურნალისტებთან არ განმარტა თუ რატომ იყო პროკურატურაში მისული. ამასთან, მან მედიის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა.
„თქვენი დედა მოვ...ნ, წადით ახლა აქედან. თქვენ ვინ მოგცათ ძალადობის უფლება? თქვენ გგონიათ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ?! გამანებეთ თავი! “ - მიმართა ბორის კაკუბავამ ჟურნალისტებს.
ავტორი: ,