|
2015-06-10 11:12:10, 434 ნახვა
საზოგადოება
მსჯავრდებულები მსჯავრდებულებს ინგლისურ ენას ასწავლიან
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს. მსჯავრდებულები ცდილობენ მიიღონ და გასცენ ცოდნა, რაც მათი რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის პროცესს მნიშვნელოვნად ხელს უწყობს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა დაიწყო. კურსი აღნიშნული დაწესებულების მსჯავრდებულებს, ი. მ.-ს და ა. ს.-ს მიჰყავთ. პირველ ეტაპზე სწავლებას 2 ჯგუფი გაივლის, თითოეული 10 მსმენელისგან შედგება. სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა 3 თვეა. სწავლების დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება, რომლის შედეგადაც გამოვლინდება მეორე დონეზე გადამსვლელთა ვინაობა. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცემათ. მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა დასაქმებისა და განათლების პროგრამების გავრცელება დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. 2014 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საბაზისო კომპიუტერული სწავლების კურსი 300-ზე მეტმა მსჯავრდებულმა გაიარა. ამ ეტაპზე კომპიუტერული კურსის სწავლებაში დაახლოებით 220 მსჯავრდებულია ჩართული.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)