08:47 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 13:54:33, 2010 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ტაო ჟანგს შეხვდა.

შეხვედრას დაესწრო  ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" პროგრამის მიმდინარეობა, 2018 წლის ფისკალური მაჩვენებლები, ისაუბრეს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების შესახებ.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი.

სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის ძირითადი პრინციპებია გათვალისწინებული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრების შემუშავებისას, რაც გულისხმობს მიმდინარე ხარჯების ზრდის შეზღუდვას, საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებას და არსებული რესურსის მიმართვას ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა,რომ ნაყოფიერი იქნება სსფ-ის მისიის შეხვედრები, რომელიც თბილისში ოქტომბერში შედგება.

თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი კვლავ ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელთა მიზანია  მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics