|
2018-10-15 13:22:07, 1842 ნახვა
სამართალი
„გუშინაც კი მიმდინარეობდა დაკითხვები, გამოძიება გაგრძელდება“ - წულუკიანი ფარულ ჩანაწერზე
გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანისა და „ქართული ოცნების“ წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ასახული, იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, აუცილებელია გამოძიებამ დაადგინოს, არის თუ არა ჩანაწერი ავთენტური და ვის მიერ მოხდა მისი გაკეთება. „ეს ჩანაწერი როდის არის გაკეთებული, კონკრეტული დღე საათი, ვის მიერ არის გაკეთებული, გამოტანილი - თუ ამგვარი ჩანაწერი საერთოდ გაკეთდა ციხის კედლებში. არის თუ არა ავთენტური და ასე შემდეგ. ამის თაობაზე, როგორც გუშინ პროკურატურამ, ვნახეთ, გაავრცელა განცხადება, სამი დღის წინ არის გამოძიება დაწყებული. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გუშინაც კი მიმდინარეობდა დაკითხვები, გამოძიება გაგრძელდება და იმედი მაქვს რომ პროკურატურა საზოგადოებას შეატყობინებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“, - აცხადებს თეა წულუკიანი. შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-მა, აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის საუბარია ასახული, გუშინ გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი. საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)