05:18 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 12:50:01, 1559 ნახვა

სამართალი
„მირზას დანაბარები მინისტრებს გადავეცი“ - ვიქტორ ჯაფარიძე ციხეში სუბელიანთან შეხვედრას ადასტურებს

„ქართული ოცნების“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ადასტურებს, რომ ციხეში ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ მირზა სუბელიანთან იმყოფებოდა.

როგორც ჯაფარიძემ „TV პირველისთვის" მიცემულ სატელოფონო ინტერვიუში აღნიშნა, მინისტრებს მირზა სუბელიანის დანაბარები გადასცა.

"რამდენიმეჯერ ვიყავი შესული. პატიმრის დაჟინებული მოთხოვნით და ოჯახის თხოვნით, მასთან შევედი ციხეში. მე ვარ პარლამენტის წევრი, ვარ სვანი, ვიცნობთ ერთმანეთს და ამიტომ მთხოვეს რომ შევსულიყავი. მოითხოვა და რა უფლება მქონდა რომ არ შევსულიყავი. გიორგი გახარიას და სხვა მინისტრებს, ვხვდები როგორც პარლამენტის წევრი, მიწევს. მინისტრებს მირზას დანაბარები გადავეცი, რამე შეღავათს ითხოვდა, რომ ბევრი დამსახურება მაქვს და გაუბედურებული ვარო. არასერიოზულად მივიჩნიე მირზას ნასაუბრები, მასზე რეაგირება არ გამიკეთებია, არასერიოზულად მივიღე. ეგ არის საინტერესო, როგორ მოხდა რომ პარლამენტის წევრი ციხეში შევედი და ეს ჩაიწერეს", - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-მა, აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის საუბარია ასახული, გუშინ გაავრცელა.  ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი. საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics