03:51 - 30 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-12 15:09:49, 1985 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი ესტონელ კოლეგას, ტომას ტინისტეს შეხვდა

ინდონეზიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესტონეთის ფინანსთა მინისტრს, ტომას ტინისტეს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ერთმანეთს საჯარო ფინანსების მართვისა და საგადასახადო სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს.

საუბარი, ასევე შეეხო ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებს.ივანე მაჭავარიანმა ესტონელ კოლეგას გააცნო მოგების გადასახადის რეფორმის მიმდინარეობა, მისი პირველი შედეგები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა ესტონურ მხარეს რეფორმის დანერგვის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის.შეხვედრაზე, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ,სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ესტონეთის ფინანსთა მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა ქართულ მხარესთან არსებული თანამშრომლობა და გამოთქვა მზაობა, მომავალშიც გააგრძელოს ქვეყნის მხარდაჭერა გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანია გეგმავს რუსეთის დადანაშაულებას ლაიფციგში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში და „ფართომასშტაბიანი სანქციების“ დაწესებას
ოკუპირებულ აფხაზეთში, რიწის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი ტურისტების ჯგუფს სცემეს
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
გეგელია: ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს, საქართველოში ეძებენ ნავსაყუდელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics