07:56 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-12 14:37:56, 1875 ნახვა

ეკონომიკა
Galt&Taggart-მა ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით კონფერენცია გამართა

აქართველოს ბანკის შვილობილმა კომპანიამ, Galt&Taggart-მა დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, კონფერენცია - ‘”საქართველოს ინვესტორთა დღე” გამართა.

ღონისძიების მიზანი იყო ინვესტორებისთვის უკეთ გაეცნო საქართველო, როგორც რეგიონში გამორჩეული საინვესტიციო ქვეყანა ეკონომიკური მიმზიდველობით, ბიზნესის კეთების ყველაზე ხელსაყრელი პირობებით, სტაბილური საბანკო სისტემით. შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა, არსებულმა თუ პოტენციურმა ინვესტორებმა, მიიღეს ინფორმაცია  ქვეყნის ეკონომიკურ, სადაზღვევო, უძრავი ქონებისა და ალკოჰოლურ ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.  

„საქართველოს ბანკს ინვესტორებთან ურთიერთობის, ინვესტიციების მოზიდვის და მათი ქართულ ეკონომიკაში დაბანდების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო ერთ წელიწადში ბანკს მოზიდული აქვს 550 მილიონ ლარამდე ინვესტიცია. უცხოელი ინვესტორების მხრიდან ძალიან მაღალია ინტერესი ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის და განსაკუთრებით, იმ კომპანიების მიმართ, რომელთა აქციები და ობლიგაციები განთავსებულია საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე. ჩვენი არსებული თუ მომავალი ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო  პირადად მიეღოთ ინფორმაცია კომპანიების მენეჯმენტის წარმომადგენლებისგან,  ქვეყნის პირველ პირებთან  ერთად განეხილათ საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები. მოხარულები ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა, რადგან ვფიქრობთ ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

„მოხარულები ვართ, რომ „გალტ & თაგარტი“ ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი იყო, როგორიც ლონდონის სავაჭრო ბირჟაზე გამართული “საქართველოს ინვესტორთა დღეა”.  ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არსებული თუ პოტენციური კლიენტებისთვის ფინანსური ინფორმაციის სიღრმისეულად გასაცნობად. რეგულარული და ეფექტური  შეხვედრები ინესტორებთან და ანალიტიკოსთა წრეებთან იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობას საქართველოში ოპერირებადი კომპანიების, ზოგადად ქვეყნისა და მისი ფინანსური გარემოს შესახებ სწორი და საფუძვლიანი წარმოდგენის შესაქმნელად ", - განაცხადა "გალტ ენდ თაგარტის" მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

კონფერენციას - „საქართველოს ინვესტორთა დღე“-ს ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი  ქობულია,  სახელმწიფო და კერძო კომპანიათა ხელმძღვანელი პირები, მოწვეული ინვესტორები და ანალიტიკოსთა წრეების წარმომადგენლები. 

 

(NS)

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics