|
2018-10-12 14:20:41, 1575 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე: საჯარო მოხელეებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან, თუ ზურაბიშვილს მხარს არ დაუჭერენ
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი ვაშაძის განცხადებით სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლები მუქარის მსხვერპლნი არიან, ბაშაძის განმარტებით, საჯარო მოხელეებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან, თუ ისინი ზურაბიშვილს ხ,ას არ მისცემენ. „უკვე მასიურად მთელი საქართველოს მასშტაბით მათ დაიწყეს იძულება საჯარო მოხელეების რომ მიიტანონ მხარდამჭერების სიები სალომე ზურაბიშვილისთვის და უარყოფის შემთხვევაში იმუქრებიან სამსახურიდან გათავისუფლებით“, - აცხადებს ვაშაძე. გიორგი ვაშაძეს მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაც მოჰყავს. „პირდაპირ მიცემული აქვთ დავალება და ურეკავენ საჯარო მოხელეებს ტექსტით: თქვენ გაქვთ საპატრულო პოლიციის ჯარიმა, ან მართვის მოწმობა გაქვთ ჩამორთმეული და თუ მოგვიტანთ 15-20 ადამიანის მხარდამჭერ სიას ასეთ შემთხვევაში დაგიბრუნდებათ მართვის მოწმობა ან გაგიუქმებთ ჯარიმას. ეს არის ტოტალური უკანონობა. ეს არის აგონიაში მყოფი „ქართული ოცნების“ მასიური ძალადობა საჯარო მოხელეებსა და მოქალაქეებზე“, - ამბობს გიორგი ვაშაძე. ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორებს და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და პოტენციური მხარდამჭერების სია შესაბამის პირებთან გადააგზავნონ.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)