23:56 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 15:14:30, 1640 ნახვა

ეკონომიკა
2019 წლის დასაწყისში საქართველოს გერმანელ ბიზნესმენთა დელეგაცია ეწვევა

გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს საპარლამენტო მდივან ნორბერტ ბარტლისთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა და ერთობლივ პროექტებზე ესაუბრა, რომლებიც საქართველოში გერმანიის მხარდაჭერით ხორციელდება.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, განსაკუთრებული ხაზი გაესვა საქართველოში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის 2018 წლის აგვისტოში განხორციელებულ ვიზიტსა და მის შედეგებს, რომლის დროსაც განისაზღვრა არაერთი ორმხრივი სტრატეგიული მიმართულება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღნიშნული ვიზიტის დროს საქართველოსა და გერმანიის პირველი პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ითვალისწინებს ყოველწლიურად ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შეხვედრას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროებს შორის მუდმივი დიალოგის ჩარჩო-ფორმატის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა. აღინიშნა, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დელეგაცია ბიზნესმენთა წარმომადგენლობით ჯგუფთან ერთად ეწვევა.

დადებითად შეფასდა საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობა ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სხვა მიმართულებით. აღინიშნა დადებითი ზრდის დინამიკა, რომელიც სახეზეა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის კუთხით. კერძოდ, 2018 წელს ექსპორტი 32 პროცენტითაა გაზრდილი, რასაც ხელს უწყობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) მოქმედება.

ასევე ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელსაც გერმანია უწევს საქართველოს რეფორმების განხორციელების კუთხით. ითქვა, რომ გერმანია საქართველოს დონორების სიაში მე-2 ადგილზეა და დღემდე 820 მლნ. ევროზე მეტი ფინანსური და ტექნიკური დახმარება აქვს აღმოჩენილი. ასევე აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი დონორია ენერგეტიკის სექტორში. ამის ერთ-ერთ მაგალითად დასახელდა საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი, რომელიც გერმანიის მხარის თანადაფინანსებით განხორციელდება.

შეხვედრაზე პოზიტიური შეფასება მიეცა გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე  საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის მინიჭებას, რომელიც გერმანიაში ფართო აუდიტორიას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას საქართველოს შესახებ და გააღრმავებს ქართველ და გერმანელ ხალხთა შორის კავშირს.

შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძეც დაესწრნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics