|
2018-10-09 15:53:35, 1809 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი ექიმების მიერ მის სასარგებლოდ შემოწირულების განხორციელებას ლოგიკურად მიიჩნევს
ექიმების მიერ ჩემს ფონდში თანხის გადმორიცხვაზე აუდიტის სამსახურმა გამოძიება დაიწყო, რადგან ამის შესახებ გარედან შემოსული იყო კითხვები, აუდიტი თავის მოვალეობას ასრულებს, რაც სრულიად ნორმალურია, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. „აუდიტმა დაიწყო გამოძიება, რადგან ამის შესახებ გარედან შემოსული იყო კითხვები და აუდიტი თავის მოვალეობას ასრულებს, რაც სრულიად ნორმალურია. მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, როცა გარედან შემოსულია კითხვები, აუდიტის ჩატარება ნორმალურია", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ ლოგიკურ ეჭვს აჩენს ექიმების მიერ მის ფონდში თანხის გადარიცხვა, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ცალკე კატეგორიების გამოყოფა არის ძალიან არასწორი და შეურაცხმყოფელი. როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, მისთვის ღირებულია ყველა ადამიანი, ვინც ამ ფორმით უჭერს მხარს. „მაშინ ეს უნდა ჰკითხოთ იმ ექიმებს, რომლებმაც თანხა გადმორიცხეს. ჩემთვის არის ძალიან ლოგიკური. ზოგადად, ლაპარაკი ექიმებზე, სხვათა შორის სტალინის დროს იყო ხომ ექიმების საქმე. ასე კატეგორიების გამოყოფა არის ძალიან არასწორი და შეურაცხმყოფელი. ყველა, ვინც მხარს მიჭერს ამ ფორმით, ჩემთვის ძალიან ღირებულია. თუ ვინმე იმისთვის შემოვიდა, რომ მერე თქვას და დაწეროს, რომ არ მიჭერს მხარს და შექმნას პრობლემა, ესეც არ გამიკვირდება", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
(NS)
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)