|
2018-10-09 14:56:18, 1516 ნახვა
ეკონომიკა
ანდრო ასლანიშვილი: რაჭაში ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი დაბინავებულია
რთველი-2018-ის ფარგლებში, რაჭაში ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი დაბინავებულია. ამის შესახებ, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ანდრო ასლანიშვილმა განაცხადა. „მიუხედავად იმისა, რომ რაჭა-ლეჩხუმში ჯერ-ჯერობით რთველი არ დასრულებულა, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში მოსავლის დიდი ნაწილი დაბინავებულია. წელს ძალიან მაღალია ალექსანდროულისა და მუჯურეთულის გადამუშავების მაჩვენებელი. თუ გასულ წელს 800 ტონა გადამუშავდა, წელს ეს მაჩვენებელი უკვე 1497 ტონას აღწევს" - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა. მისი თქმით, კომუნიკაცია მევენახეებსა და მეწარმეებს შორის რთველის პროცესში სრულად შედგა. „ამბროლაურში მევენახეების კეთილგანწყობა შეინიშნება. რთველი ყოველთვის ემოციური მომენტია, ადამიანებს აღელვებთ თავიანთი მოსავლის დაბინავების ბედი. ის ადამიანებიც კი, რომლებიც რთველის დასაწყისში მღელვარებას გამოხატავდნენ, ძალიან კარგ განწყობაზე არიან, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს" - აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა. ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, 2007 წლის შემდეგ პირველმა არასუბსიდირებულმა რთველმა აჩვენა, რომ მეწარმეებიც და მევენახეებიც მზად არიან მეღვინეობის დარგის მდგრადი განვითარების პროცესში ჩასართავად. „წლევანდელმა რთველმა გვიჩვენა, რომ როგორც კომპანიების, ისე მევენახეების მხრიდან ცალსახად არის ზრდისა და განვითარების, სიახლეების მიღებისა და გაზიარების პოტენციალი და მზადყოფნა. წლევანდელი რთველის პლიუსი ის იყო, რომ გვაქვს ურთიერთშეთანხმებული მოქმედებები და სურვილი, გადავდგათ ნაბიჯები უკეთესი მომავლისთვის, დარგის მდგარდი განვითრებისკენ" - აღნიშნა მან. 9 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში გადამუშავებულია 1500 ტონამდე ყურძენი - ალექსანდროული და მუჯურეთული, მევენახეების შემოსავალმა 10,4 მლნ ლარს მიაღწია. რაჭაში ყურძენი ღვინის საწარმოებს 1350-მა მევენახემ ჩააბარა. რაჭის რეგიონში რთველის პროცესში 50-მდე ღვინის კომპანია იყო ჩართული.
(NS)
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)