|
2018-10-08 11:03:49, 1403 ნახვა
ეკონომიკა
ქართული საფოსტო მარკა „EUROPA 2018 - ბესლეთის ხიდი“ ევროპის მარკების კონკურსის გამარჯვებულია
ქართული საფოსტო მარკა „EUROPA 2018 - ბესლეთის ხიდი“ ევროპის მარკების კონკურსის მესამე ადგილის მფლობელი გახდა. ხმის მიცემა ონლაინ სპეციალურ ვებგვერდძე მიმდინარეობდა, კონკურსში 57 საფოსტო მარკა მონაწილეობას. ევროპის საფოსტო გაერთიანების „PostEurop”-ის ეგიდით ყოველწლიურად იმართება ევროპული მარკების კონკურსი, საკონკურსო თემას PostEurop-ის მარკების და ფილატელისტების სამუშაო ჯგუფი ირჩევს. წლევანდელ თემას წარმოადგენს ხიდები, საქართველოს ფოსტის მიერ კონკურში წარდგენილი იქნა ქართული საფოსტო მარკა „EUROPA 2018 - ბესლეთის ხიდი“. მარკაზე აღბეჭდილია XII საუკუნის ქართული კულტურის მატერიალური ძეგლი ბესლეთის ხიდი, მას ასევე თამარის ხიდსაც უწოდებენ. ხიდი მდებარეობს სოხუმთან, მდინარე ბესლეთზე, იგი ერთმალიან თაღოვან ხიდს წარმოადგენს, მისი სიგრძე 35 მ., სიმაღლე 8 მ., ნაგებია კირქვის ფილებით დუღაბზე. თაღის ყოველ საპირე ქვაზე ამოკვეთილია ქართული ასომთავრული ასოები, ხოლო დასავლეთ კიდეზე მოთავსებულია ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა - „ქრისტე მეუფეო ყოველთა.... ადიდე ორთავე შინა სუფევათა უძლეველი მეფეთა მეფე ბაგრატი“. ხიდთან ადრე ბესლეთის ციხე იდგა, რომელიც ვიწრო ხეობაში ქალაქის შემოსასვლელს მთის ტომების თავდასხმებისგან იცავდა. ხიდის თავთან ასევე შემონახული იყო მონუმენტური ქვა-სტელა ქართული ტექსტით, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში დაიკარგა. ბესლეთის ხიდს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული ძეგლის სტატუსი. ევროპული მარკების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ „PostEurop“-ის წევრი ქვეყნის ეროვნული საფოსტო ოპერატორს, რომელსაც აქვს უფლება სპეციალური საფოსტო მარკის გამოცემის მაიდენტიფიცირებელი სიმბოლოთი „EUROPA“. საფოსტო მარკები „EUROPA“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად მარკებს წარმოადგენს, რომელიც სპეციალურად იბეჭდება ევროპის საფოსტო ოპერატორების მიერ „PostEurop“-ის ეგიდით. საფოსტო მარკები „EUROPA“ აღნიშნავს მჭიდრო თანამშრომლობას ევროპის საფოსტო ოპერატორებს შორის და მისი თემატიკა ხაზს უსვამს ევროპული ქვეყნების საერთო ფესვებს კულტურულ და ისტორიულ ჭრილში, ასევე მათ საერთო მიზნებს. პირველი საფოსტო მარკა სიმბოლოთი „EUROPA“ 1956 წელს გამოიცა და სწორედ ამ დროიდან ჩაეყარა საფუძველი ევროპული მარკების კონკურს.
(R)
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)