2018-10-06 12:31:01, 2232 ნახვა
კომენტარი
პატრიარქი რადას სპიკერს: აუცილებელია თავის შეკავება, ვიდრე არ დაფიქსირდება მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის ეკლესიის პოზიცია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად უკრაინის რადას სპიკერი, ანდრი პარუბი და მისი თანმხლები პირები მიიღო.
საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორემ და უკრაინის რადას სპიკერმა შეხვედრაზე უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
,,აუცილებელია წინასწარი შეფასებებისაგან თავის შეკავება, ვიდრე არ დაფიქსირდება საეკლესიო კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის ეკლესიის ოფიციალური და საბოლოო პოზიცია“, – განაცხადა პატრიარქმა.
თავის მხრივ, ანდრი პარუბმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება კანონიკურ სამართალს უნდა ემყარებოდეს.
ავტორი: ,