|
2015-06-09 14:10:55, 661 ნახვა
სამართალი
გიორგი ოქროპირიძე: ყველამ იცოდა, რომ ვთავისუფლდებოდი, პრემიერმა დაავალა პროკურატურას, ციხეში დარჩესო
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ბრალდებულმა გიორგი ოქროპირიძემ განცხადება გააკეთა და სასამართლოზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. ოქროპირიძის მტკიცებით, ახალი ბრალდება, რომელიც პროკურატურამ გუშინ წარუდგინა, პირად პრემიერი-მინისტრის დავალებით შეკერეს. "განცხადება გაკეთდა და პრმიერ-მინისტრმა დაავალა პროკურატურას, ყველამ იცოდა, რომ ვთავისუფლდები ხვალ, რომ ციხეში დარჩესო,ზეწოლები ხდება სასამართლოზე",-აღნიშნა გიორგი ოქროპირიძემ. თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ოქროპირიძისთვის ახალ ბრალთან დაკავშირებით, აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე ამ დრომდე მსჯელობს. პროკურატურა ოქროპირიძის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. პროცესს ესწრებიან ლაშა მახარაძის ოჯახის წევრბეი და დედა, რომელსაც იმედი აქვს, რომ ოქროპირიძეს აღკვეთ ღონისძებას მიუსჯიან. შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ბრალი გუშინ წარუდგინა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)