|
2018-10-05 12:05:31, 2510 ნახვა
სამართალი
„სამშენებლო კომპანიამ სამუშაოების მოცულობა ხელოვნურად გაზარდა და ქონებას დაეუფლა“ - დაკავებულია 3 პირი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა წალკის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ჩატარებულ პროექტებში ხელოვნურად გაზარდა მაჩვენებლები და დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონებას დაეუფლა. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა, 2016-2017 წლებში, წალკის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ორი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, რა დროსაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მან დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდა სამუშაოების პროცესში გამოყენებული მასალის პარამეტრები, ხარისხის მაჩვენებლები და შესრულებული სამუშაოების მოცულობა. აღნიშნული ქმედებით, დანაშაულში მხილებული პირი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონებას", - აღნიშნავენ უწყებაში. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ამ კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაო კერძო აკრედიტებული საექსპერტო დაწესებულებების ექსპერტებმა შეამოწმეს, რომლებმაც ისე გასცეს დადებითი დასკვნა, რომ ბრალდებულის მიერ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული სამუშაოების მოცულობა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს არ შეადარეს. საგამოძიებო სამსახურში კომპანიის სახელმწოდებას ამ ეტაპზე არ ასახელებენ. თუმცა განმარტავენ, რომ ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების ფაქტზე პასუხისგებაში სამი პირი მისცეს, მათ შორის ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელია, ორი კი ექსპერტი, ვისაც შესრულებული სამუშაოები უნდა შეესწავლა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)