23:23 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-04 18:49:14, 2584 ნახვა

კომენტარი
ბურჭულაძე: ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს ჩემს მეუღლეს სათქმელი, რაშიც ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი

ფონდ "იავნანას" დამფუძნებლის" პაატა ბურჭულაძის განცხადებით, მის მეუღლეს პროკურატურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს მისაწოდებელი.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, ინფორმაცია ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც ეხება.

„გუშინ მობრძანდა გიორგი ლომთაძე, პროკურატურის გამომძიებელი. ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ მოსამართლის თანდასწრებით და შეთანხმდნენ რომ  8 რიცხვში მივიდოდა და დაკითხვა მოხდებოდა. ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს სათქმელი. სხვათა შორის რაშიც ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი. და ისინი თავს არიდებდნენ ამას. უნდათ შექმნან, რომ ვითომ გაიქცა ვინმე ქვეყნიდან. გასაქცევად ჩემი აზრით ემზადება ბიძინა ივანიშვილი.  2012 წელს მასთან ჰქონდა შეხვედრა ფონდ იავნანას პარიზში წასვლასთან დაკავშირებით მაგრამ იქ გადაუხვიეს თემას და სხვა თემაზე ჰქონდა საუბარი. ამასაც მოუყვება მათ.  ისე რომ ძალიან საინტერესო დაკითხვა იქნება და ჩვენ თვითონ გვინდოდა მარტის თვიდან მაგრამ დღეს დაასწრეს, იმიტომ რომ ხვალ მე მაქვს შეხვედრა ელჩებთან, მე მაქვს საზოგადოებასთან შეხვედრა და მინდა ყველაფერი მოვუყვე თუ რა წნეხის ქვეშ არის ფონდი იავნანა“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics