01:17 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-04 16:31:09, 2523 ნახვა

სამართალი
პროკურატურა ანგელა ვასილენკოს მიერ სასამართლოში გამოუცხადებლობის საკითხზე იმსჯელებს

გამოძიების მიზანია დაადგინოს, რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა ფონდ „იავნანას“ შემოწირულობებიდან თანხა პაატა ბურჭულაძის მეუღლისთვის, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროკურატურა ანგელა ვასილენკოს მიერ დღეს სასამართლოში გამოკითხვაზე გამოუცხადებლობის საკითხზე მსჯელობას გეგმავს.

„იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე გამოკითხვაზე უარს აცხადებს, საგამოძიებო ორგანო შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რომ ის სასამართლოში გამოიკითხოს. ამ შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს გუშინ მიმართა. დღეს ჩაინიშნა სხდომა და მოწმედ გამოსაკითხი პირი არ გამოცხადდა. შესაბამისად, მის სამართლებრივ სტატუსთან და მის მომავალში დაკითხვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყება შემდგომ იმსჯელებს. თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამით გამოძიების ინტერესებს საფრთხე ადგება და ვერ ხორციელდება ინფორმაციის დროული მიღება, რადგან მოწმე თავს არიდებს გამოცხადებას როგორც საგამოძიებო უწყებაში, ისე სასამართლოში“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიების მიზანია ფონდ ,,იავნანას’’ თანხების ხარჯვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლის პროცესში გამოარკვიოს, თუ რატომ ფინანსდებოდა უდედმამო და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის განკუთვნილი თანხებით ფონდის იმჟამინდელი პრეზიდენტის ოჯახის წევრის, კერძოდ მეუღლის  მგზავრობის ხარჯები, ასევე რამდენად მიზნობრივად და კანონიერად გაიცემოდა მასზე ფონდიდან ხელფასები და სხვადასხვა სახის თანხები.

შეგახსენებთ, რომ ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით, პროკურატურაში გამოძიება დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვის მუხლით მიმდინარეობს. საქმეზე ფონდის არაერთი თანამშრომელი, მათ შორის ფონდის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე გამოიკითხა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics