23:24 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-04 13:55:56, 1839 ნახვა

კომენტარი
ფოფხაძე - ლევან ყიფიანი უნდა ჩამოყალიბდეს, დამნაშავეა, ავანტურაში მონაწილეობდა, თუ კორუფციულ გარიგებაში

პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ლევან ყიფიანი გაუგებრობაშია მოყოლილი და უნდა ჩამოყალიბდეს, დამნაშავეა, ავანტიურაში იღებდა მონაწილეობას თუ კორუფციულ გარიგებაში.

„ამ ყველაფერმა ისეთი ფორმა უნდა მიიღოს, რომ გავიგოთ, დანაშაულს ვინ ჩადიოდა, დამნაშავე ვინ არის და რეალურად, საქმე რასთან გვაქვს. არსებული ინფორმაციები ამის საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ პირად შთაბეჭდილებაზე ვერაფერს გეტყვით. მგონია, რომ ლევან ყიფიანი ძალიან გაუგებრობაშია მოყოლილი, უნდა ჩამოყალიბდეს, დამნაშავეა, ავანტიურაში იღებდა მონაწილეობას, კორუფციულ გარიგებაში თუ ვიღაცის კორუფციულ გარიგებაში. უნდა ჩამოყალიბდეს და თავისთვის გადაწყვიტოს. ჩემთვის მისი ემოციური მდგომარეობა არაფრის განმსაზღვრელი არ არის, ფაქტობრივი გარემოებები და ის მაინტერესებს, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე.

ბიძინა ივანიშვილის პიროვნებასთან მიმართებით ამ ყველაფერს გამოვრიცხავ, რადგან არალოგიკურია, ადამიანი ჯერ ვიღაცისთვის ქონების დაბრუნებაში მონაწილეობდეს და შემდეგ მის დაშანტაჟებასა და ფინანსური გამორჩენის მცდელობას იწყებდეს. რაც შეეხება იმას, რომ ქვეყანაში შეიძლება კორუფცია იყოს, ამის გამორიცხვის უფლება იმიტომ არ გვაქვს, რომ ეს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დანაშაულია და საფრთხე ყოველთვის შეიძლება იყოს, ვინმემ პირადი ანგარებისთვის თავისი თანამდებობის გამოყენება მოინდომოს. უდანაშაულობის განცდა არავის უნდა ჰქონდეს და იმუნიტეტი არავის უნდა ჰქონდეს, რომ დაცულია. ფარცხალაძეს რაიმეს მე ვუქმნი? რაც საჯარო ინფორმაციაა, ჯერ დაუდასტურებელი მტკიცებულებაა და გამოძიებამ ყველა ის მოქმედება უნდა განახორციელოს, რაც მას კითხვებზე პასუხებს მისცემს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ, სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერები მან და "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა შეთანხმებულად ჩაწერეს. როგორც ყიფიანმა განმარტა, ოქუაშვილმა დახმარება სთხოვა და უთხრა, რომ აღნიშნული ჩანაწერები უცხოელი პარტნიორებისთვის უნდა წარედგინა, რათა ისინი დაერწმუნებინა, რომ საქართველოს ხელისუფლება მასზე ზეწოლას ახდენდა. ყიფიანის თქმით, ეს ოქუაშვილს უცხოელი პარტნიორების წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების გადავადებაში დაეხმარებოდა. ამის მიუხედავად, ყიფიანი ჩანაწერებს დამონტაჟებულს უწოდებს და აპირებს, ზაზა ოქუაშვილს სასამართლოში უჩივლოს. გარდა ამისა, ყიფიანმა გუშინ ე.წ. სარდაფის ეპიზოდი უარყო და განაცხადა, რომ ფარცხალაძეს მასზე არავითარი ზეწოლა არ განუხორციელებია. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics