|
2018-10-03 19:44:42, 1883 ნახვა
კომენტარი
ფოფხაძე: ზურაბიშვილი, არასდროს შეეგუება იმას, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვეოდეს
ისეთი ადამიანი, როგორიც არის სალომე ზურაბიშვილი, არასდროს შეეგუება იმას, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვეოდეს,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ბორჯომის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. გედევან ფოფხაძის თქმით, „სალომე ზურაბიშვილი არასდროს შეეგუება ისეთ რეალობას, რომელშიც 2012 წლამდე გვიხდებოდა ცხოვრება“. „ ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანს, რომელმაც ჩვენთან ერთად გამოიარა ტერორი, „საკნების აქციები“ და ის არასდროს იყო ჩვენგან შორს. ჩამოვიდა საფრანგეთიდან და გვერდში დაუდგა საკუთარ სამშობლოს. ჩვენი ბრძოლის კიდევ ერთი გაგრძელება იქნება მისი მხარდაჭერა პრეზიდენტობის პოსტზე. საქართველოს სჭირდება ასეთი პრეზიდენტი“,-აღნიშნა მან. გედევან ფოფხაძემ მოსახლეობისთვის სიტყვით მიმართვისას ყურადღება სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციაში გადასვლის პერიოდზე გაამახვილა და იპოდრომზე მისი გამოსვლის შესახებ ისაუბრა. „მახსოვს 2006 წელს გამართული შეხვედრა, როდესაც ქალბატონი სალომე ოპოზიციაში ახალი გადასული იყო. ჩამოსული გახლდათ ბორჯომში. იმ შეხვედრას ჩვენთვის ძალიან იმედიანი ხასიათი ჰქონდა, რადგან ეს იყო ახალი ტალღა ქართულ პოლიტიკაში. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ძალიან დიდი გამოცდილებით იყო აღჭურვილი, რომელსაც ჰქონდა საერთაშორისო კავშირები და ჰქონდა ძალიან დიდი პორფესიული ღირსებები, მაშინ გადაუდგა სააკაშვილის რეჟიმს.ყველას გვახსოვს იპოდრომზე გამართული შეხვედრა და ქართულ საზოგადოებაში არსებული ემოცია, რომ არის რესურსი ვიბრძოლოთ ადამიანის უფლებებისთვის“,-დასძინა მან.
(NS)
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)