|
2018-10-03 19:04:05, 3462 ნახვა
კომენტარი
ყიფიანი - ოქუაშვილმა მთხოვა ჩაგვეწერა მაკომპრომეტირებელი მასალა, რომელიც უცხოელი პარტნიორებისთვის უნდა წარედგინა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით, სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის გამოკითხვა დასრულდა. როგორც ყიფიანმა ჟურნალისტებს გამოკითხვის შემდეგ განუცხადა, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა, შესთავაზა ფარული ჩანაწერების გაკეთება, რომელიც მისი უცხოელი პარტნიორებისთვის წარსადგენად სჭირდებოდა. ყიფიანის განმარტებით, ამით ოქუაშვილი პატნიორებს დაარწმუნებდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მასზე ზეწოლას ახორციელებს და ამით გადასახადების გადავადებას შეძლებდა. ამასთან, სპორტის ყოფილმა მინისტრმა განვითარებული მოვლენების გამო საზოგადოებასა და ოჯახს ბოდიში მოუხადა. „მოგახსენებთ, რომ რაც ხდებოდა ამ ფაქტთან დაკავშირებით ყველამ მინდა იცოდეს, რომ ამ კომპანიაში ვმუშაობდი 2015 წლიდან. ისე წარმოჩენილი რომ აქ მიგზავნილი ვიყავი - არა და არა. მე ვიყავი ამ კომპანიის ნაწილი, მქონდა ხელშეკრულება და ჩემი პირდაპირი ვალდებულება იყო დამემყარებინა კონტაქტი როგორც სახელისუფლებო ისე ბიზნესის წარმომადგენლობასთან რათა მომეხდინა კომპანიის ფინანსური რესურსის დაზოგვა და მის განვითარებაში წვლილის შეტანა. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა ხდებოდა ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ ალბათ ეს შეიძლება იყოს სასაცილოც კი, ამ ჩანაწერებში ჩვენ ერთობლივი გეგმა გაგვაჩნდა. ზაზა ოქუაშვილი მოვიდა ჩემთან ზაფხულში, მან მთხოვა ბოლო შეხვედრისას მივსულიყავი მასთან და დამიხატა ასეთი სურათი: რადგან მისი ბიზნესი წნეხს განიცდის მისი უცხოელი პარტნიორებისგან ამიტომ მან გადაწყვიტა დაეხატა ასეთი სცენარი, რომ ჩვენ ჩაგვეწერა ერთობლივად მაკომპრომატირებელი მასალა, ის მპირდებოდა რომ ეს იყო მისი შიდა მოხმარებისთვის, ეს უნდა წასულიყო უცხოეთში რათა დაერწმუნებინა, რომ საქართველოს ხელისუფლება წნეხს ახორციელებს მასზე და მოხდებოდა მისი დავალიანებების, რომელიც მას გააჩნდა ასევე უცხოელ პარტნიორებთან, გადავადება. შესაბამისად ეს პრობლემები მოგვარდებოდა საქართველოში, ამის გამო ის მომელაპარაკა“, - განაცხადა ყიფიანმა.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)