23:24 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 18:10:19, 1880 ნახვა

კომენტარი
პრემიერი მაია ოთინაშვილზე - მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ თავის მცირეწლოვან შვილებს დროულად დაუბრუნდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოკუპანტების მიერ სოფელ ხურვალეთიდან მოქალაქე მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტს ეხმაურება.

როგორც პრემერი აცხადებს, შესაბამისი უწყებები 24-საათიან რეჟიმში იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და კომუნიკაციის არხს, რათა ოთინაშვილის გათავისუფლება დროულად მოხდეს.

„მინდა, გამოვეხმაურო საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ახალი ხურვალეთიდან სამი მცირეწლოვანი შვილის დედის, მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტს.

ჩვენ ჯერ კიდევ დილით ვვარაუდობდით, რომ რამდენიმე საათში გაირკვეოდა მისი გათავისუფლების საკითხი, თუმცა, ამ დრომდე ეს ვერ მოხერხდა.

შესაბამისი უწყებები 24-საათიან რეჟიმში იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და კომუნიკაციის არხს უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქის გასათავისუფლებლად, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციები.

მე დავავალე საგარეო საქმეთა მინისტრს, დღესვე პირადად შეხვდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მათ მომხდართან დაკავშირებით. უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქე ოჯახს, თავის სამ მცირეწლოვან შვილს დროულად დაუბრუნდეს“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის მაია ოთინაშვილი სოფელ ხურვალეთიდან 29 სექტემბერს გაიტაცეს. 2 ოქტომბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ლენინგორის სასამართლომ“ ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics