|
2018-10-03 17:58:48, 2575 ნახვა
სამართალი
პენიტენციური სამსახური - ადვოკატებს მერაბიშვილის გაუმჯობესებული მდგომარეობის შესახებ ახალი დოკუმენტაცია გაეგზავნათ
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ადვოკატებს 2018 წლის 20 სექტემბრიდან ჩატარებული სამედიცინო კვლევების შესახებ ინფორმაცია და კვლევების შედეგების სრული ასლები გაუგზავნა (25 ფურცელი და 3 CD დისკი მატერიალური სახით). „აქვე აღვნიშნავთ, რომ მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის უფლებების დამცველებს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული დოკუმენტაციის ხელზე გატანაც შესთავაზა, თუმცა ისინი დოკუმენტების მისაღებად ამ დრომდე არ გამოცხადებულან. რაც შეეხება 2018 წლის 20 სექტემბრამდე გაწეული სამედიცინო მომსახურების ამსახველი სამედიცინო ჩანაწერების ასლებს, ისინი სხვადასხვა დროს, 13.09.2018წ. N841990 და 19.09.2018წ. N860607 წერილებით იქნა ასევე მიწოდებული. ადვოკატებისათვის დღეს გაგზავნილი „ავერსის კლინიკის“ სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, რომელიც 26 სექტემბრით თარიღდება (სამედიცინო დოკუმენტაცია NIV-100/ა), ჩატარებული მკურნალობის შედეგად პაციენტს დინამიკაში აღენიშნება ჰორნერის სინდრომის კლინიკური ნიშნების ხარისხობრივად რეგრესირება, რასაც, იმავე დოკუმენტის თანახმად თავად მსჯავრდებულიც ადასტურებს. სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსჯავრდებულის ადვოკატებს, პატივი სცენ პაციენტის უფლებებსა და სამედიცინო კვალიფიციური პერსონალის მოსაზრებებსა და დასკვნებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)